შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოქალაქო შესაგებლის ფორმის ციფრული ვერსია. ვალდებული ხართ, თქვენი შესაგებელი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თქვენი მოსაზრებები სარჩელისათვის თანდართული საბუთების შესახებ სასამართლოს წარუდგინოთ სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლოა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge სანიმუშო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.hcoj.gov.ge
თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.