სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოქალაქო სარჩელის ფორმის ციფრული ვერსია. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge სანიმუშო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.hcoj.gov.ge გაითვალისწინეთ! თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან ადვოკატს, წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. აღნიშნული მონაცემების მიუთითებლობის შემთხვევაში სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი უარს გეტყვით სარჩელის რეგისტრაციაზე და დაგიბრუნებთ სარჩელს, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.

მოსარჩელე:

შენიშვნა-1 მოსარჩელე ხართ თქვენ (ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი), ვისაც მიგაჩნიათ, რომ გაქვთ მართებული მოთხოვნა მოპასუხის მიმართ და სასამართლო წესით ითხოვთ ამ უფლებაში აღდგენას. ორი ან ორზე მეტი მოსარჩელის, მოსარჩელის წარმომადგენლის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს შესაბამის გრაფებში. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. (ორი ან ორზე მეტი მოსარჩელის, მოსარჩელის წარმომადგენლის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

  • შენიშვნა-2 სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ თქვენს ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე). მისამართის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ სასამართლოს.

    შენიშვნა-3 ,,ალტერნატიული მისამართის” ველში მიეთითება ის ადგილი, რომელსაც ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თანადროულად იყენებთ ჩვეულებრივ საცხოვრებლად (საქმიანობის ადგილად) და რომელზეც პერმანენტულად იქნება შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება.

მოსარჩელის წარმომადგენელი:

შენიშვნა-4 შესაძლებელია გყავდეთ კანონისმიერი (მაგ. მშობლები) ან გარიგებისმიერი წარმომადგენელი (ნებისმიერი პირი). თუ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აყვანილი გყავთ წარმომადგენელი, სარჩელში უნდა მიუთითოთ, როგორც თქვენი და მოპასუხის, ასევე, წარმომადგენლის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს თქვენს წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოპასუხის, ასევე, თქვენი (მარწმუნებლის) მონაცემები. ამავე დროს, წარმომადგენელმა სარჩელს უნდა დაურთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობა, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

მოპასუხე:

შენიშვნა-5 მოპასუხე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელმაც მიგაჩნიათ, რომ ხელყო თქვენი უფლება ან/და კანონით დაცული ინტერესი. შენიშვნა-8 ორი ან ორზე მეტი მოპასუხის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს შესაბამის გრაფებში. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. (ორი ან ორზე მეტი მოპასუხის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

  • შენიშვნა-6 სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ მოპასუხის ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე).

საკონტაქტო პირი:

შენიშვნა-7 საკონტაქტო პირად შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ მონაწილეობს დავაში, მაგრამ, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა სახის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეძლებს დაეხმაროს სასამართლოს თქვენთან დაკავშირებაში. საკონტაქტო პირის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა შედის თქვენსავე ინტერესში, რადგან ხელს უწყობს დავის დროულ განხილვას. (ორი ან ორზე მეტი საკონტაქტო პირის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია

შენიშვნა-9 შეგიძლიათ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოთ თქვენი საქმის ზეპირი მოსმენისას მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტების ან/და თარჯიმნების მოწვევის თაობაზე. შუამდგომლობებს ეთმობა ცალკე გვერდი, ამ გრაფაში კი უნდა მიუთითოთ მხოლოდ დასაბარებელ პირთა სტატუსი, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები. შენიშვნა-10 დასაბარებელი პირის მითითებისას მისი სტატუსი, პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ქვემოთ მითითებულ გრაფებში. (ორი ან ორზე მეტი დასაბარებელი პირის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

შენიშვნა-11 დავის საგანი არის თქვენი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი არსი (მაგ. ზიანის ანაზღაურება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ხელშეკრულების მოშლა).

შენიშვნა-12 აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ. გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ სასამართლოში აღიარებითი სარჩელის მიღების დამატებითი პირობაა იურიდიული ინტერესი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მიუთითოთ იმ (სამართლებრივ) შედეგ(ებ)ზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავთ სასამართლოს. აღიარებითი სარჩელის აღძვრისას თქვენ მიერ იურიდიული ინტერესის მიუთითებლობის შემთხვევაში სასამართლო უარს გეტყვით აღიარებითი სარჩელის მიღებასა და განხილვაზე, თუნდაც არსებობდეს სარჩელის მიღების ყველა სხვა წინაპირობა.

შენიშვნ-13 დავის არსის მოკლე მიმოხილვა წარმოადგენს მაქსიმალურად კონკრეტულ და ლაკონურ მითითებას სადავო ურთიერთობის ისტორიაზე. გადმოეცით სარჩელის არსი, ზოგადად ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა და თქვენი რომელი უფლება იქნა დარღვეული. აღნიშნული გრაფის შევსება მიზნად ისახავს სასამართლოსათვის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დავის არსის აღქმასა და მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.

დავის ფაქტობრივი გარემოებები

შენიშვნა-14 დავის ფაქტობრივი გარემოებები (I) ფაქტობრივი გარემოება არის ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელიც მოხდა თქვენსა და მოპასუხეს შორის სადავო ურთიერთობისას (მაგ. ხელშეკრულების დადება). წინამდებარე გრაფა წარმოადგენს ,,დავის არსის მოკლე მიმოხილვის” ერთგვარ რეზიუმირებას, სადაც პუნქტობრივად უნდა მიუთითოთ იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად თქვენი მოთხოვნის დასასაბუთებლად და მიზნად ისახავთ, სასამართლოს ყურადღება მიაპყროთ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უნდა გახდეს სასამართლო მსჯელობის საგანი და რომელთა დადასტურების შემთხვევაში თქვენი სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულად ჩაითვლება. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები დაედოს საფუძვლად თქვენს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე დროს, არ მიუთითოთ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც საქმისათვის არ აქვთ მნიშვნელობა ან/და არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დავის გადაწყვეტაზე. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო არ მიიღებს მხედველობაში. შენიშვნა-15 დავის ფაქტობრივი გარემოებები (II) ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობა დასტურდება მტკიცებულებ(ებ)ით. თითოეული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ვალდებული ხართ, მიუთითოთ თქვენს ხელთ არსებული და თქვენთვის ცნობილი ყველა მტკიცებულების შესახებ. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სარჩელთან ერთად მტკიცებულების წარმოდგენას, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გასწვრივ მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლად მიჩნევისა და, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ალბათობის ხარისხს. შენიშვნა-16 დავის ფაქტობრივი გარემოებები (III) ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. ფაქტობრივი გარემოებები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც გარემოებები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მათი ცალ-ცალკე მითითება შეუძლებელია, გართულდება რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღქმა და მოვლენის არსის წვდომა, შესაძლებელია, ერთ პუნქტში რამდენიმე გარემოების მითითება. თითოეული ფაქტობრივი გარემოების ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ გარემოების შინაარსს და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. ერთზე მეტი ფაქტობრივი გარემოების არსებობის შემთვევაში გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი .

რომელ სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება თქვენი დავა?
რატომ მიმართავთ სწორედ ამ სასამართლოს?აღნიშნული სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის არეალში მდებარეობს:

სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები

შენიშვნა-17 სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები (I) სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის შინაარსს, რაც დაკავშირებულია მოპასუხის მიერ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებასთან ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებასთან (მიკუთვნებითი მოთხოვნა), რაიმე უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარებასთან (აღიარებითი მოთხოვნა) ან ასეთი ურთიერთობის შეცვლა-გარდაქმნასთან (გარდაქმნითი მოთხოვნა). მოთხოვნის მიუთითებლობა წარმოადგენს სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. შენიშვნა-18 სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები (II) სამართლებრივი საფუძვლები არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებზეც ამყარებთ თქვენს სასარჩელო მოთხოვნას. ნორმათა შინაარსი გამომდინარეობს სამართლებრივი აქტებიდან, ჩვეულებებიდან და სხვ. ნორმათა შინაარსი შეგიძლიათ განმარტოთ თავისუფლად, თქვენს მოსაზრებებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, უცხოურ კანონმდებლობასა და სხვა სახის არგუმენტებზე მითითებით, აგრეთვე შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები. სამართლებრივი საფუძვლები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სამართლებრივი საფუძვლების მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა გეძლევათ შესაძლებლობა, სასამართლოს თქვენი სამართლებრივი არგუმენტაცია მიაწოდოთ, რათა დაარწმუნოთ იგი თქვენი მოთხოვნის მართებულობაში. შენიშვნა-19 სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები (III) თითოეული სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. სასარჩელო მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად არაბული ციფრებით. თითოეული სასარჩელო მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნასა და მითითებას ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე. ერთზე მეტი სასარჩელო მოთხოვნის დასაფიქსირებელად გამოიყენეთ გრაფი დამატების ღილაკი.

მტკიცებითი შუამდგომლობები

შენიშვნა-20 შუამდგომლობა არის თქვენი მიმართვა სასამართლოსადმი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს შუამდგომლობაში დასმულ საკითხთან უშუალო კავშირში მყოფ გარემოებებს. მტკიცებითი შუამდგომლობები შეეხება მტკიცებულებებს. შენიშვნა-21 ქვემოთ მოცემულია საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მოწვევის გრაფები. სადაც მიეთითება მოსაწვევი მოწმის, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახელი და გვარი და დავის იმ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ დაადასტურებენ აღნიშნული პირები. (ორი ან ორზე მეტი, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის ან/და შუამდგომლობის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

  • შენიშვნა-22 თუკი საპატიო მიზეზის გამო, სარჩელს ვერ ურთავთ მტკიცებულებას, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა მან მოგცეთ გონივრული ვადა მის წარსადგენად. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი; (3)გონივრული ვადა მის წარმოსადგენად. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

    შენიშვნა-23 თუკი საკუთარი ძალებით ვერ შეძელით მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულება იმყოფება, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს იგი. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)დავის იმ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებიც დგინდება ამ მტკიცებულებით; (3)მტკიცებულების მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და მისი საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი); (4)რა საფუძვლით გეთქვათ უარი მტკიცებულების გადმოცემაზე; (5)რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, რომ მტკიცებულება თქვენ მიერ მითითებული პირის ხელთაა. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

სხვა სახის შუამდგომლობები

შენიშვნა-24 ქვემოთ მოცემუილ გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სხვა სახის შუამდგომლობა (მაგ. საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე). თითოეული შუამდგომლობა უნდა მიუთითოთ ნათლად და ლაკონურად. მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. თითოეული მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნის შინაარსს და მის არგუმენტაციას. ორი ან ორზე მეტი შუამდგომლობის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი

დაგჭირდებათ თუ არა თქვენ ან/და დასაბარებელ პირს თარჯიმანი საქმის ზეპირი განხილვისას?

შენიშვნა-25 სარჩელის (დავის საგნის) ფასი არის პროცესუალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სასამართლოს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრაში. სარჩელის ფასის დაანგარიშების წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლში.

შენიშვნა-26 სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, სასამართლო პროცესის წარმართვისათვის. სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლებით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკურ პირთათვის 3000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირთათვის - 5000 ლარს. ვალდებული ხართ, სარჩელს დაურთოთ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოთ, რომ კანონი გათავისუფლებთ მისი გადახდისაგან, ან წარმოადგინოთ შუამდგომლობა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან/და გადახდის გადავადების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს კანცელარია უარს გეტყვით სარჩელის რეგისტრაციაზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი სახელმწიფო ბაჟი შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის კოდი: TRESGE22 ანგარიშის #: 200122900 (იხ. სახაზინო კოდები)

1. ხომ არ გათავისუფლებთ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან?

შენიშვნა-27 შემთხვევები, როდესაც კანონი გათავისუფლებთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით), გაგათავისუფლოთ ბაჟის გადახდისაგან, შეგიმციროთ მისი ოდენობა ან გადაგივადოთ გადახდა. პროცესის სხვა ხარჯების (მაგ. ადვოკატის მოწვევა სახელმწიფოს ხარჯზე) შესახებ შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

2. ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას?
3. ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას?
4. ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას?
5.შუამდგომლობები პროცესის სხვა (სასამართლო ან სასამართლოსგარეშე) ხარჯების თაობაზე:
ეცადეთ თუ არა სასამართლოსათვის მომართვამდე დავა თავად მოგეგვარებინათ?

თქვენს ინტერესში შედის საქმის მორიგებით დამთავრება. მორიგება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფ, ეფექტურ და იაფ საშუალებას. ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ დავის შედეგი, ასევე, აღმოფხვრათ კონფლიქტი ერთმანეთს შორის. სასამართლო სხდომამდე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო სხდომაზე მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოურიგებლობის ნეგატიური შედეგებია: » რთულადგანჭვრეტადი შედეგი; » ხანგრძლივი სასამართლო პროცესი; » სასამართლო ხარჯები; » სასამართლოსგარეშე ხარჯები; » ყოველდღიური ხარჯები.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?

შენიშვნა-28 დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია საქმის მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში მიუთითეთ, თუ რა პირობებით ხართ თანახმა მორიგებაზე. უარის შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი უარი (მიუთითოთ უარის მოტივებზე).

სასამართლო მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სახის კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, დავაში მონაწილე მხარეთათვის მისაღები პირობებით. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე გადაეცემა მედიატორს, რომელიც არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და სათანადო უნარებით აღჭურვილი პირი. მედიატორი დიალოგის წარმართვის გზით ეხმარება მხარეებს კონსენსუსის მიღწევაში. სასამართლო მედიაციის პროცესი არ არის შეზღუდული ფორმალური პროცედურებით. მედიაცია მხარეებს აძლევს განსახილველი საკითხების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. მედიატორსა და მხარეებს უფლება არ აქვთ გაამჟღავნონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას. სასამართლო მედიაცია მხარეებს აძლევს რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას. მედიაციის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის კუთხით. კერძოდ, ნაცვლად 3%-სა, მხარეს ეკისრება დავის საგნის ღირებულების 1%-ის გადახდა. დავის შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეს უბრუნდება გადახდილი ბაჟის 70%. მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება სასამართლოს მიერ შეიძლება დამტკიცდეს მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით და შესაბამისად იგი დაექვემდებარება აღსრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სარჩელი საერთო წესების დაცვით.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე გადაეცეს სასამართლო მედიაციას?

შენიშვნა-29 წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დავის სწრაფად გადაწყვეტას, ზოგავს თქვენს დროს და სახსრებს. თქვენი და მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მაგრამ არაა ვალდებული, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

თანახმა ხართ თუ არა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე?

შენიშვნა-30 მოცემული გრაფის შევსება სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ თანახმა ხართ, სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პოზიციის დასაბუთებაში იგულისხმება მთავარი სხდომის უშუალოდ თქვენთვის განკუთვნილი ნაწილი. თუ ირჩევთ 25-ზე მეტ წუთს ან 2-ზე მეტ სხდომას, ვალდებული ხართ, მიუთითოთ, თუ რაში მდგომარეობს თქვენი საქმის სპეციფიკური სირთულე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოსათვის სავალდებულო არაა თქვენ მიერ მითითებული დრო და სხდომათა რაოდენობა.

ხართ თუ არა დადგენილი წესით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებთ თუ არა საარსებო შემწეობას?
თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

შენიშვნა-31 შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა, რომ წერილობითი მასალები გადმოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო დროულ მოწოდებასა და კომფორტულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს, სასამართლოს სპეციალური პროგრამა დროის რეალურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა არსებითი ცვლილების თაობაზე.

თანდართული საბუთების ნუსხა

შენიშვნა-32 თანდართული საბუთები (I) ვალდებული ხართ, სარჩელს დაურთოთ მასში მითითებული ყველა მტკიცებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ მათ წარმოდგენას და აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წერილობითი მტკიცებულებები, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წერილობითი მტკიცებულების დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, იგი უნდა ითარგმნოს ქართულად (აფხაზეთში შესაძლებელია აფხაზური თარგმანიც). ნორმატიული მასალის დართვა სარჩელზე მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებშია გამართლებული. თანდართული საბუთები იწერება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. ხოლო ნუსხის დასრულების შემდეგ - ურცლების საერთო რაოდენობა.(ერთზე მეტი დანართის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი) შენიშვნა-33 თანდართული საბუთები (II) სასამართლოს უნდა წარუდგინოთ სარჩელისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენი მოპასუხეც არის საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს კანცელარია უარს გეტყვით სარჩელის რეგისტრაციაზე. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება თუ სარჩელი შეაქვს იურიდიული პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) ან სარჩელი შეტანილია იურიდიული პირის წინააღმდეგ, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ფოსტის, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური სასამართლოში წარმოადგინოს 2 თვის ვადაში. ზემოთაღნიშნულ პირებს სარჩელის მოსამართლისათვის გადაცემიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონზე ან/და ელექტონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე. ელექტორნული ფოსტით გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. თუ მოსარჩელე 2 თვის ვადაში საქმის განმხილველ სასამართლოში არ წარადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! ზემოაღნიშნული წესები შესაძლებელია გავრცელდეს ნებისმიერ სხვა პირზეც, მათი თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სარჩელს სასამართლო განიხილავს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან საჯარო შეტყობინებით მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 1.5 თვისა, 2 თვის ნაცვლად, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე – არა უგვიანეს 3,5 თვისა, 5 თვის ნაცვლად. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების წესი » გზავნილი მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან მოსარჩელისათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. » გზავნილი მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს პირადად. » თუ გზავნილის ჩამბარებელმა მოპასუხე ვერ ნახა გზავნილში მითითებულ მისამართზე, იგი გზავნილს აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. » მოპასუხის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. » გზავნილის მიმღები ვალდებულია გზავნილის ჩაბარებისას აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, ხოლო თუ გზავნილს იბარებს ოჯახის წევრი ან გზავნილი ჰბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, მაშინ დამატებით უნდა მიეთითოს ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა, რაც დასტურდება გზავნილის მიმღების ხელმოწერით. » ელექტორნული ფოსტით გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. » თუ პირველად გაგზავნისას გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი მას უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან მოსარჩელისათვის ცნობილ სხვა მისამართზე. » თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას გააკეთებს გზავნილზე, რომელიც სასამართლოს უნდა წარედგინოს. ასეთ შემთხვევაში გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება. ზემოაღნიშნული წესების დარღვევით ჩაბარებული გზავნილი არ ჩაითვლება ჩაბარებულად. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამასთან, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს შუამდგომლობა გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები თუ არ გამოცხადდით სხდომაზე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თქვენს წინააღმდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის შესაბამისად. თუ სხდომაზე არ გამოცხადდით არც თქვენ და არც მოპასუხე მხარე, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ვალდებული ხართ, გამოუცხადებლობის მიზეზი სხდომის დაწყებამდე აცნობოთ სასამართლოს. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზიდან გამომდინარეობს. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს. ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს. წარმომადგენელი ვალდებულია, მისთვის უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მოსარჩელეს. წარმოადგინეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! თუ თქვენ დაესწრებით გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თქვენთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იქნება გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ და დააპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, შეგიძლიათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეთ სასამართლოში და ჩაიბაროთ გადაწყვეტილების ასლი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე _ თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას და რომელი მტკიცებულებით დაადასტურებთ მათ ანუ წარმატებას განაპირობებს მხოლოდ თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ჩემი (ჩემი მარწმუნებლის) ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება.

შევსებული ფორმა შეგიძლიათ ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიის (მისაღების) მოხელეს ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. სასამართლოს კანცელარია (მისაღები) მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კლავიატურის მალსახმობები

ამ ფანჯრის დასახურად ან ხმოვანი დახმარების გასაჩერებლად დააჭირეთ Esc-ს.

?
ამ დახმარების ფანჯრის გახსნა ან დახურვა.
g შემდეგ h
მთავარ გვერდზე გადასვლა.
g შემდეგ f
ფორმების სიაზე გადასვლა.
g შემდეგ p
პროფილზე გადასვლა (თუ არ ხართ შესული — შესვლის გვერდი).
g შემდეგ l
შესვლის გვერდი.
g შემდეგ r
რეგისტრაციის გვერდი.
r
გვერდის შესავლის გამეორება.
Shift + R
მთელი გვერდის წაკითხვა.
n / p
მომდევნო ან წინა ინტერაქტიულ ელემენტზე გადასვლა.
m
მთავარ შინაარსზე გადასვლა.
s
მიმდინარე ფორმის გაგზავნა.
+ / -
ტექსტის გადიდება ან შემცირება.
c
მაღალი კონტრასტის ჩართვა/გამორთვა.
v
ხმოვანი დახმარების ჩართვა/გამორთვა.