სააპელაციო შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო შესაგებლის ფორმის ციფრული ვერსია. ვალდებული ხართ თქვენი შესაგებელი სააპელაციო საჩივარსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თქვენი მოსაზრებები საჩივრისთვის თანდართული საბუთების შესახებ სასამართლოს წარუდგინოთ საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლოა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge სანიმუშო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.hcoj.gov.ge

თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.

მოწინააღმდეგე მხარე:

მოწინააღმდეგე მხარე ხართ თქვენ (ყოფილი მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით), ვის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს აპელანტი. ორი ან მეტი მოწინააღმდეგე მხარის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში და დაინომროს თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. მოწინააღმდეგე მხარის დამატების მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

  • ,,ალტერნატიული მისამართის” ველში მიეთითება ის ადგილი, რომელსაც ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თანადროულად იყენებთ ჩვეულებრივ საცხოვრებლად (საქმიანობის ადგილად) და რომელზეც პერმანენტულად იქნება შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი:

შესაძლებელია გყავდეთ კანონისმიერი (მაგ. მშობლები) ან გარიგებისმიერი წარმომადგენელი (მხოლოდ ადვოკატი). თუ სააპელაციო შესაგებლის შემოტანის მომენტისათვის აყვანილი გყავთ წარმომადგენელი, სააპელაციო შესაგებელში უნდა მიუთითოთ როგორც თქვენი, ასევე, წარმომადგენლის მონაცემები. თუ სააპელაციო შესაგებელი შემოაქვს თქვენს წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი, ასევე, თქვენი (მარწმუნებლის) მონაცემები. ამავე დროს, წარმომადგენელმა სააპელაციო შესაგებელს უნდა დაურთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობა, მინდობილობა (ორდერი), ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). ადვოკატი ვალდებულია, წარმოადგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობაც. ორი ან მეტი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ცალკე გრაფაში, და დაინომროს თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის დამატების მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა ხელს შეუწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

საკონტაქტო პირი:

საკონტაქტო პირად შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ მონაწილეობს დავაში, მაგრამ, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა სახის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეძლებს დაეხმაროს სასამართლოს თქვენთან დაკავშირებაში. საკონტაქტო პირის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა შედის თქვენსავე ინტერესში, რადგან ხელს უწყობს დავის დროულ განხილვას.

სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია

შეგიძლიათ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოთ თქვენი საქმის ზეპირი მოსმენისას მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტების ან/და თარჯიმნების მოწვევის თაობაზე. შუამდგომლობებს ეთმობა ცალკე გრაფა. ქვემოთ მოცემულ გრაფებში კი უნდა მიუთითოთ დასაბარებელ პირთა სტატუსი, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები. ორი ან მეტი დასაბარებელი პირის მითითებისას, თითოეული მათგანის სტატუსი, პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ქვედა გრაფაში. ორი ან მეტი დასაბარებელი პირის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

სააპელაციო მოთხოვნას შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ან დაეთანხმოთ სრულად, ან ნაწილობრივ. სააპელაციო მოთხოვნის მიმართ სრული ან ნაწილობრივი თანხმობის გამოხატვა იწვევს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას სრულად ან ნაწილობრივ. შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სააპელაციო მოთხოვნას სრულად ეთანხმებით, შეგიძლიათ აღარ შეავსოთ ფორმის შინაარსობრივი ნაწილები (თანდართულ საბუთებამდე). სააპელაციო მოთხოვნის ცნობაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში შესაგებლის ფორმა ექვემდებარება სრულად შევსებას. თუ სააპელაციო მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმებით, ვალდებული ხართ, დააკონკრეტოთ, თუ რა ნაწილში მიგაჩნიათ იგი მართებულად და რა ნაწილში - უმართებულოდ.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები აპელანტის მიერ მითითებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებზე

სააპელაციო საჩივარი შესაძლებელია ემყარებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას. წინამდებარე გრაფაში ვალდებული ხართ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თითოეულ ფაქტობრივ უსწორობასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი პოზიციიდან ერთ-ერთი (,,ვეთანხმები”; ,,არ ვეთანხმები”; ,,ნაწილობრივ ვეთანხმები”; ,,საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა”). თუ ფაქტობრივ უსწორობას ნაწილობრივ ეთანხმებით, ვალდებული ხართ, დააკონკრეტოთ, თუ რა ნაწილში მიგაჩნიათ იგი მართებულად და რა ნაწილში უმართებულოდ. ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია, თუკი სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ უსწორობას სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმებით, ან მიგაჩნიათ იგი საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ. თქვენი პოზიცია ფაქტობრივ უსწორობაზე შესაძლოა ემყარებოდეს უკვე წარმოდგენილ ან ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, ან მათ უარყოფას. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. ახალი მტკიცებულების წარმოდგენისას, ასევე, თუ საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სააპელაციო შესაგებელს დაურთოთ იგი, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გასწვრივ მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აპელანტის მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისა და შესაბამისად მისი დაკმაყოფლების ალბათობის ხარისხს. პოზიცია ფაქტობრივ უსწორობებზე უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. მოსაზრებები ფაქტობრივ უსწორობებზე მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. გაითვალისწინეთ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი უსწორობებისა და მათზე თქვენი მოსაზრებების ნუმერაცია უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ფაქტობრივ უსწორობებზე თითოეული მოსაზრების ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოსაზრების შინაარსს და ამ მოსაზრების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. თუ ხდება მითითება სხდომის ოქმზე, აუცილებლად უნდა მიეთითოს დროის ის მონაკვეთი, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. მტკიცებულებები ერთმანეთისაგან გამოიყოფა გრაფებით. მე-3 და მომდევნო ფაქტობრივი უსწორობის დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები დავის ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე

ფაქტობრივი გარემოება არის ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელიც მოხდა თქვენსა და აპელანტს შორის სადავო ურთიერთობისას (მაგ. ხელშეკრულების დადება). წინამდებარე გრაფაში ვალდებული ხართ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ თითოეულ ახალ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ აირჩიოთ ხუთი პოზიციიდან ერთ-ერთი (,,ვეთანხმები”; ,,არ ვეთანხმები”; ,,ნაწილობრივ ვეთანხმები”; ,,არ ვარ ინფორმირებული”; ,,საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა”). თუ ახალ ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ ეთანხმებით ვალდებული ხართ, დააკონკრეტოთ, თუ რომელ ნაწილში მიგაჩნიათ იგი უდავოდ და რომელ ნაწილში - სადავოდ. ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია, თუკი სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმებით ან მიგაჩნიათ იგი საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ. თქვენი პოზიცია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ახალი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმებით, ან მიგაჩნიათ იგი საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, შესაძლოა ემყარებოდეს საქმეში არსებულ ან აპელანტის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს, მათ უარყოფას, ახალ მტკიცებულებებს ან/და ახალ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. თუკი მიგაჩნიათ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულება არაა დასაშვები, ამ მტკიცებულების გასწვრივ მიუთითეთ სტანდარტული ტექსტი (,,მტკიცებულება არ არის დასაშვები, წარმოვადგინე შესაბამისი შუამდგომლობა”) და წარმოადგინეთ შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. ახალი მტკიცებულების წარმოდგენისას, ასევე, თუ საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სააპელაციო შესაგებელს დაურთოთ იგი, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გასწვრივ მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სააპელაციო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების ალბათობის ხარისხს. თქვენი პოზიცია აპელანტის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. პოზიციები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. გაითვალისწინეთ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათზე თქვენი პოზიციის ნუმერაცია უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თითოეული პოზიციის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მის არგუმენტაციასა და ამ არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. მტკიცებულებები ერთმანეთისაგან გამოიყოფა გრაფებით. მე-2 და მომდევნო ახალი ფაქტობრივი გარემოებების დამატებით მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება. შესაგებელში სრულყოფილად და თანმიმდევრულად უნდა ასახოთ თქვენი მოსაზრებები სააპელაციო საჩივარში მითითებულ თითოეულ ახალ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ თქვენ არ ეთანხმებით სააპელაციო საჩივარში მოყვანილ რომელიმე ახალ გარემოებას, ვალდებული ხართ მიუთითოთ ამის მიზეზი და დაასაბუთოთ შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, გერთმევათ უფლება, შეასრულოთ ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

ახალი ფაქტობრივი გარემოებები

გარდა პოზიციისა აპელანტის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებეზე, შეგიძლიათ თავად მიუთითოთ ახალი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო ახალ ფაქტობრივ გარემოებას მიიღებს, თუ თქვენ საპატიო მიზეზის გამო არ შეგეძლოთ მასზე მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებებით უნდა დასტურდებოდეს სააპელაციო მოთხოვნის არამართებულობა. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელი ახალი ფაქტობრივი გარემობები დაედოს საფუძვლად თქვენს სააპელაციო შესაგებელს. ამავე დროს, არ მიუთითოთ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც საქმისათვის არ აქვთ მნიშვნელობა ან/და არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დავის გადაწყვეტაზე. ამგვარ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო არ მიიღებს. ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობა დასტურდება მტკიცებულებ(ებ)ით. თითოეული ახალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ვალდებული ხართ, მიუთითოთ თქვენს ხელთ არსებული და თქვენთვის ცნობილი (მათ შორის, საქმეში არსებული) ყველა მტკიცებულების შესახებ. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. ახალი მტკიცებულების წარმოდგენისას, ასევე, თუ საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სააპელაციო შესაგებელს დაურთოთ იგი, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გასწვრივ მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სააპელაციო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი დაკმაყოფლების ალბათობის ხარისხს. ახალი ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. ფაქტობრივი გარემოებები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც გარემოებები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მათი ცალ-ცალკე მითითება შეუძლებელია, გართულდება რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღქმა და მოვლენის არსის წვდომა, შესაძლებელია, ერთ გრაფაში რამდენიმე გარემოების მითითება. თითოეული ახალი ფაქტობრივი გარემოების ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ გარემოების შინაარსს, მიუთითებლობის საპატიო მიზეზს და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. მტკიცებულებები ერთმანეთისაგან გამოიყოფა გრაფებით. ახალი ფაქტობრივი გარემოების დამატების მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მაგ. საქმის განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის), შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სასამართლომ შეწყვიტოს საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლში.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს?

შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მაგ. დაინტერესებული პირის სახელით სააპელაციო საჩივარი შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება), შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლში.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დატოვოს?

შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მაგ. მხარე იმყოფება ხანგძლივ სამსახურეობრივ მივლინებაში), შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩეროს. საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებში. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა გრძელდება საერთო წესით.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასამართლომ უნდა შეაჩეროს საქმის წარმოება?

შეგებებული სააპელაციო საჩივარი შესაგებელთან ერთად სააპელაციო საჩივრისაგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენით თქვენ არა მხოლოდ პასიურად იცავთ თავს სააპელაციო საჩივრისაგან, არამედ იმავდროულად თქვენს დამოუკიდებელ სააპელაციო მოთხოვნებს აყალიბებთ. სააპელაციო საჩივრის გადმოცემიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი ხართ, წარმოადგინოთ შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული გაქვთ თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

ხომ არ აპირებთ, შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრას?

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები აპელანტის მიერ მითითებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებზე

  • გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია აპელანტის მიერ მითითებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ ან რამდენიმე აბსოლუტურ საფუძველთან დაკავშირებით.

მტკიცებითი შუამდგომლობები

შუამდგომლობა არის თქვენი მიმართვა სასამართლოსადმი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიუთითოთ მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს შუამდგომლობაში დასმულ საკითხთან უშუალო კავშირში მყოფ გარემოებებს. მტკიცებითი შუამდგომლობები შეეხება მტკიცებულებებს. ქვემოთ მოცემულია საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მოწვევის გრაფები, სადაც მიეთითება მოსაწვევი მოწმის, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახელი და გვარი, იმ ფაქტობრივ უსწორობათა ან/და ახალ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ დაადასტურებენ ან უარყოფენ აღნიშნული პირები, საპატიო მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ისინი წარმოდგენილი საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას ან რატომ გახდა აუცილებელი მათი ხელახალი გამოძახება.

  • ამ გრაფაში იწერება შუამდგომლობები ახალ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებათა დაშვების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ მტკიცებულებას, რომელიც თქვენ შეგეძლოთ წარგედგინათ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინეთ. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ ახალ მტკიცებულებებს მიიღებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.

    თუკი საპატიო მიზეზის გამო, სააპელაციო შესაგებელს ვერ დაურთავთ ახალ მტკიცებულებას, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა მან მოგცეთ გონივრული ვადა მის წარმოსადგენად. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2) წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი; (3) გონივრული ვადა მის წარმოსადგენად. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

    თუკი საკუთარი ძალებით ვერ შეძელით ახალი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულება იმყოფება, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს იგი. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)დავის იმ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებიც დგინდება ამ მტკიცებულებით; (3)მტკიცებულების მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და მისი საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი); (4) რა საფუძვლით გეთქვათ უარი მტკიცებულების გადმოცემაზე; (5) რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, რომ მტკიცებულება თქვენ მიერ მითითებული პირის ხელთაა. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით

სხვა სახის შუამდგომლობები

ამ გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სხვა სახის შუამდგომლობა (მაგ. საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე). თითოეული შუამდგომლობა უნდა მიეთითოს ნათლად და ლაკონურად. მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. თითოეული მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნის შინაარსს და მის არგუმენტაციას. მე-2 და მომდევნო სხვა სახის შუამდგომლობის დამატების მიზნით გამოიყენეთ ღილაკი გრაფის დამატება.

შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მაგ. მოსამართლე თავადაა დავის მხარე), შეგიძლიათ განაცხადოთ აცილება საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ. მოსამართლის აცილების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში.

გაქვთ თუ არა აცილება მოსამართლის მიმართ?
დაგჭირდებათ თუ არა თქვენ ან/და დასაბარებელ პირს თარჯიმანი საქმის ზეპირი მოსმენისას?

თქვენს ინტერესში შედის საქმის მორიგებით დამთავრება. მორიგება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფ, ეფექტურ და იაფ საშუალებას. ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ დავის შედეგი, ასევე, აღმოფხვრათ კონფლიქტი ერთმანეთს შორის. სასამართლო სხდომამდე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო სხდომაზე მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოურიგებლობის ნეგატიური შედეგებია: » რთულადგანჭვრეტადი შედეგი; » ხანგრძლივი სასამართლო პროცესი; » სასამართლო ხარჯები; » სასამართლოსგარეშე ხარჯები; » ყოველდღიური ხარჯები.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?

დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია საქმის მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში, მიუთითეთ, თუ რა პირობებით ხართ თანახმა მორიგებაზე. უარის შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი უარი (მიუთითოთ უარის მოტივებზე).

თანდართული საბუთების ნუსხა

ვალდებული ხართ, სააპელაციო შესაგებელს დაურთოთ მასში მითითებული ყველა ახალი მტკიცებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ მათ წარმოდგენას და აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. ახალი წერილობითი მტკიცებულებები, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წერილობითი მტკიცებულების დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, იგი უნდა ითარგმნოს ქართულად (აფხაზეთში შესაძლებელია აფხაზური თარგმანიც). არ დაურთოთ სააპელაციო შესაგებელს ერთხელ უკვე წარმოდგენილი საბუთები. ნორმატიული მასალის დართვა სააპელაციო შესაგებელზე მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებშია გამართლებული. თანდართული საბუთები იწერება სათითაოდ (პუნქტობრივად), ცალკე გრაფაში და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით (მაგ. დანართი 1, დანართი 2, ...). დანართის ნუსხის დასრულების შემდეგ მიუთითეთ ფურცლების საერთო რაოდენობაზე. თითოეულ თანდართულ საბუთს ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა წააწეროთ - ,,დანართი X”. დანართის ნომერი უნდა ემთხვეოდეს სააპელაციო შესაგებლის ფორმაში დაფიქსირებულ რიგითობას. სასამართლოს უნდა წარუდგინოთ სააპელაციო შესაგებლისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დავის სწრაფად გადაწყვეტას, ზოგავს თქვენს დროსა და სახსრებს. თუ აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ არ წარმოუდგენია ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ან წარმოადგინა დაუშვებელი ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მისი და თქვენი თანხმობით საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ გეცნობებათ.

თანახმა ხართ თუ არა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე?

მოცემული გრაფის შევსება სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ თანახმა ხართ, სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პოზიციის დასაბუთებაში იგულისხმება საქმის ზეპირი განხილვის უშუალოდ თქვენთვის განკუთვნილი ნაწილი. თუ ირჩევთ 25 ან მეტ წუთს, ან/და 2 ან მეტ სხდომას, ვალდებული ხართ, მიუთითოთ, თუ რაში მდგომარეობს თქვენი საქმის სპეციფიკური სირთულე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოსათვის სავალდებულო არაა თქვენ მიერ მითითებული დრო და სხდომათა რაოდენობა.

შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა, რომ წერილობითი მასალები გადმოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო დროულ მოწოდებასა და კომფორტულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს, სასამართლოს სპეციალური პროგრამა დროის რეალურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა არსებითი ცვლილების თაობაზე.

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები თუ არ გამოცხადდით სხდომაზე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თქვენს წინააღმდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის შესაბამისად. თუ სხდომაზე არ გამოცხადდით არც თქვენ და არც აპელანტი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ვალდებული ხართ, გამოუცხადებლობის მიზეზი სხდომის დაწყებამდე აცნობოთ სასამართლოს. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზიდან გამომდინარეობს. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს. ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს. წარმომადგენელი ვალდებულია, მისთვის უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მოწინააღმდეგე მხარეს. წარმოადგინეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! თუ თქვენ დაესწრებით გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებას ან თქვენთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იქნება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების თარიღის შესახებ და დააპირებთ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებას, ვალდებული ხართ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეთ სასამართლოში და ჩაიბაროთ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ! სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე _ თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას და რომელი მტკიცებულებით დაადასტურებთ მათ ანუ წარმატებას განაპირობებს მხოლოდ თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შევსებული ფორმა შეგიძლიათ ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიის (მისაღების) მოხელეს ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააპელაციო შესაგებელი არ არის წარმოდგენილი ნაბეჭდი ფორმით). სასამართლოს კანცელარია (მისაღები) მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ჩემი (ჩემი მარწმუნებლის) ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება.

კლავიატურის მალსახმობები

ამ ფანჯრის დასახურად ან ხმოვანი დახმარების გასაჩერებლად დააჭირეთ Esc-ს.

?
ამ დახმარების ფანჯრის გახსნა ან დახურვა.
g შემდეგ h
მთავარ გვერდზე გადასვლა.
g შემდეგ f
ფორმების სიაზე გადასვლა.
g შემდეგ p
პროფილზე გადასვლა (თუ არ ხართ შესული — შესვლის გვერდი).
g შემდეგ l
შესვლის გვერდი.
g შემდეგ r
რეგისტრაციის გვერდი.
r
გვერდის შესავლის გამეორება.
Shift + R
მთელი გვერდის წაკითხვა.
n / p
მომდევნო ან წინა ინტერაქტიულ ელემენტზე გადასვლა.
m
მთავარ შინაარსზე გადასვლა.
s
მიმდინარე ფორმის გაგზავნა.
+ / -
ტექსტის გადიდება ან შემცირება.
c
მაღალი კონტრასტის ჩართვა/გამორთვა.
v
ხმოვანი დახმარების ჩართვა/გამორთვა.