სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული სარჩელის ფორმის ციფრული ვერსია. ფორმასთან დაკავშირებით კითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 32) 227-31-00 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: forms@hcoj.gov.ge სანიმუშო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.hcoj.gov.ge

თუ გსურთ, რომ შევსებული ფორმა თქვენს პროფილზე იქნეს შენახული, აუცილებელია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გარეშე შევსებული ფორმა არ შეინახება. რეგისტრაციის გარეშე ფორმის შევსების შემთხვევაში მოახდინეთ შევსებული ფორმის ჩამოტვირთვა.

მოსარჩელე:

შენიშვნა-1 მოსარჩელე ხართ თქვენ (ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი), ვისაც მიგაჩნიათ, რომ გაქვთ მართებული მოთხოვნა მოპასუხის მიმართ და სასამართლო წესით ითხოვთ ამ უფლებაში აღდგენას. ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავაში ერთი მხარე მაინც ადმინისტრაციული (საჯარო) უფლებამოსილების მატარებელი სუბიექტია. შენიშვნა-8 ორი ან მეტი მოსარჩელის, მოსარჩელის წარმომადგენლის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს შესაბამის გრაფებში. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. (ორი ან ორზე მეტი მოსარჩელის, მოსარჩელის წარმომადგენლის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

  • შენიშვნა-2 სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ თქვენ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ თქვენს ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე). მისამართის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ სასამართლოს.

    შენიშვნა-3 ,,ალტერნატიული მისამართის” ველში მიეთითება ის ადგილი, რომელსაც ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თანადროულად იყენებთ ჩვეულებრივ საცხოვრებლად (საქმიანობის ადგილად) და რომელზეც პერმანენტულად იქნება შესაძლებელი თქვენთან დაკავშირება.

მოსარჩელის წარმომადგენელი:

შენიშვნა-4 შესაძლებელია გყავდეთ კანონისმიერი (მაგ. მშობლები) ან გარიგებისმიერი წარმომადგენელი (ნებისმიერი პირი). თუ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აყვანილი გყავთ წარმომადგენელი, სარჩელში უნდა მიუთითოთ, როგორც თქვენი და მოპასუხის, ასევე, წარმომადგენლის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს თქვენს წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც საკუთარი და მოპასუხის, ასევე, თქვენი (მარწმუნებლის) მონაცემები. ამავე დროს, წარმომადგენელმა სარჩელს უნდა დაურთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. დაბადების მოწმობა, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

მოპასუხე:

შენიშვნა-5 მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელმაც მიგაჩნიათ, რომ ხელყო თქვენი უფლება ან/და კანონით დაცული ინტერესი. შენიშვნა-8 ორი ან მეტი მოპასუხის არსებობისას, თითოეული მათგანის პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს შესაბამის გრაფებში. ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის და სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მითითება არაა სავალდებულო, თუმცა ხელს უწყობს თქვენს დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. (ორი ან ორზე მეტი მოპასუხის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

  • შენიშვნა-6 სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ არ მიუთითებთ ან არასწორად მიუთითებთ მოპასუხის ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე).

საკონტაქტო პირი:

შენიშვნა-7 საკონტაქტო პირად შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ მონაწილეობს დავაში, მაგრამ, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა სახის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეძლებს დაეხმაროს სასამართლოს თქვენთან დაკავშირებაში. საკონტაქტო პირის მითითება არ არის სავალდებულო, თუმცა შედის თქვენსავე ინტერესში, რადგან ხელს უწყობს დავის დროულ განხილვას. (ორი ან ორზე მეტი საკონტაქტო პირის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

სასამართლოში დასაბარებელ პირთა სია

შენიშვნა-9 შეგიძლიათ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოთ თქვენი საქმის ზეპირი მოსმენისას მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტების ან/და თარჯიმნების მოწვევის თაობაზე. შუამდგომლობებს ეთმობა ცალკე გვერდი, ამ გრაფაში კი უნდა მიუთითოთ მხოლოდ დასაბარებელ პირთა სტატუსი, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები. შენიშვნა-10 დასაბარებელი პირის მითითებისას მისი სტატუსი, პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა დაიწეროს ქვემოთ მითითებულ გრაფებში. (ორი ან ორზე მეტი დასაბარებელი პირის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

შენიშვნა-11 დავის საგანი არის თქვენი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი არსი. ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: (1)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; (2)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; (3)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; (4)აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა; (5)სხვა საქმეები, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

შენიშვნა-12 აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის თაობაზე, თუ თქვენ გაქვთ ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვა დასაშვებია მანამ, სანამ წამოჭრილი დავის გამო თქვენი უფლება დაირღვევა. აღიარებითი სარჩელის აღძვრისას უნდა მიუთითოთ იმის შესახებ, თუ რა კანონიერი ინტერესი გაქვთ დავის საგანთან დაკავშირებით და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ უზრუნველყოფთ თქვენი უფლების დაცვას. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ თქვენ შეგიძლიათ აღძრათ სარჩელი: (1)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; (2)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; (3)ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

შენიშვნა-13 დავის არსის მოკლე მიმოხილვა წარმოადგენს მაქსიმალურად კონკრეტულ და ლაკონურ მითითებას სადავო ურთიერთობის ისტორიაზე. გადმოეცით სარჩელის არსი, ზოგადად ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა და თქვენი რომელი უფლება იქნა დარღვეული. აღნიშნული გრაფის შევსება მიზნად ისახავს სასამართლოსათვის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დავის არსის აღქმასა და მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.

დავის ფაქტობრივი გარემოებები

შენიშვნა-14 დავის ფაქტობრივი გარემოებები (I) ფაქტობრივი გარემოება არის ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელიც მოხდა თქვენსა და მოპასუხეს შორის სადავო ურთიერთობისას (მაგ. უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე). წინამდებარე გრაფა წარმოადგენს ,,დავის არსის მოკლე მიმოხილვის” ერთგვარ რეზიუმირებას, სადაც პუნქტობრივად უნდა მიუთითოთ იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად თქვენი მოთხოვნის დასასაბუთებლად და მიზნად ისახავთ, სასამართლოს ყურადღება მიაპყროთ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უნდა გახდეს სასამართლო მსჯელობის საგანი და რომელთა დადასტურების შემთხვევაში თქვენი სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულად ჩაითვლება. თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები დაედოს საფუძვლად თქვენს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე დროს, არ მიუთითოთ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც საქმისათვის არ აქვთ მნიშვნელობა ან/და არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დავის გადაწყვეტაზე. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო არ მიიღებს მხედველობაში. პარალელურად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები. შენიშნვა-15 დავის ფაქტობრივი გარემოებები (II) ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობა დასტურდება მტკიცებულებ(ებ)ით. თითოეული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ვალდებული ხართ, მიუთითოთ თქვენს ხელთ არსებული და თქვენთვის ცნობილი ყველა მტკიცებულების შესახებ. ამასთან, თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მიუთითეთ იმ გვერდზე, მუხლზე, პუნქტზე, აბზაცსა თუ წინადადებაზე, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ სარჩელთან ერთად მტკიცებულების წარმოდგენას, ვალდებული ხართ, ამ მტკიცებულების დასახელების გაფაში მიუთითოთ სტანდარტული ტექსტი (,,წარმოვადგინე შუამდგომლობა”) და წარმოადგინოთ შესაბამისი შუამდგომლობა მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლად მიჩნევისა და, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ალბათობის ხარისხს. პარალელურად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ დავაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შენიშვნა-16 დავის ფაქტობრივი გარემოებები (III) ფაქტობრივი გარემოებები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. ფაქტობრივი გარემოებები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც გარემოებები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მათი ცალ-ცალკე მითითება შეუძლებელია, გართულდება რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღქმა და მოვლენის არსის წვდომა, შესაძლებელია, ერთ პუნქტში რამდენიმე გარემოების მითითება. თითოეული ფაქტობრივი გარემოების ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ გარემოების შინაარსს და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას. ერთზე მეტი ფაქტობრივი გარემოების არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი .

სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები

შენიშვნა- 17 სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები (I) სარჩელი შეიძლება აღიძრას: (1)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; (2)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; (3)ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. გაითვალისწინეთ, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი თქვენი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაგეხმაროთ მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოთხოვნის მიუთითებლობა წარმოადგენს სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. შენიშვნა-18 სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები (II) სამართლებრივი საფუძვლები არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებზეც ამყარებთ თქვენს სასარჩელო მოთხოვნას. ნორმათა შინაარსი გამომდინარეობს სამართლებრივი აქტებიდან, ჩვეულებებიდან და სხვ. ნორმათა შინაარსი შეგიძლიათ განმარტოთ თავისუფლად, თქვენს მოსაზრებებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, უცხოურ კანონმდებლობასა და სხვა სახის არგუმენტებზე მითითებით, აგრეთვე შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები. სამართლებრივი საფუძვლები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სამართლებრივი საფუძვლების მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა გეძლევათ შესაძლებლობა, სასამართლოს თქვენი სამართლებრივი არგუმენტაცია მიაწოდოთ, რათა დაარწმუნოთ იგი თქვენი მოთხოვნის მართებულობაში. შენიშვნა-19 სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები (III) თითოეული სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები უნდა ჩამოაყალიბოთ ნათლად და ლაკონურად. სასარჩელო მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად არაბული ციფრებით. თითოეული სასარჩელო მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნასა და მითითებას ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე. ერთზე მეტი სასარჩელო მოთხოვნის დასაფიქსირებელად გამოიყენეთ გრაფი დამატების ღილაკი.

მტკიცებითი შუამდგომლობები

შენიშვნა-20 შუამდგომლობა არის თქვენი მიმართვა სასამართლოსადმი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს შუამდგომლობაში დასმულ საკითხთან უშუალო კავშირში მყოფ გარემოებებს. მტკიცებითი შუამდგომლობები შეეხება მტკიცებულებებს. შენიშვნა-21 ქვემოთ მოცემულია საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მოწვევის გრაფები. მარცხენა მიეთითება მოსაწვევი მოწმის, ექსპერტის ან/და სპეციალისტის სახელი და გვარი, იმ პოზიციათა ან/და დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ დაადასტურებენ აღნიშნული პირები. (ორი ან ორზე მეტი, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის ან/და შუამდგომლობის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი)

  • შენიშვნა-22 თუკი საპატიო მიზეზის გამო, სარჩელს ვერ ურთავთ მტკიცებულებას, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა მან მოგცეთ გონივრული ვადა მის წარსადგენად. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი; (3)გონივრული ვადა მის წარმოსადგენად. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

    შენიშვნა-23 თუკი საკუთარი ძალებით ვერ შეძელით მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულება იმყოფება, შეგიძლიათ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს იგი. ვალდებული ხართ, შუამდგომლობაში მიუთითოთ: (1)მტკიცებულების დასახელება; (2)დავის იმ ფაქტობრივ გარემოებათა ნომრები, რომლებიც დგინდება ამ მტკიცებულებით; (3)მტკიცებულების მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და მისი საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი); (4)რა საფუძვლით გეთქვათ უარი მტკიცებულების გადმოცემაზე; (5)რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, რომ მტკიცებულება თქვენ მიერ მითითებული პირის ხელთაა. თითოეულ ამგვარ მტკიცებულებასთან მიმართებით შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

სხვა სახის შუამდგომლობები

შენიშვნა-24 ქვემოთ მოცემულ გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი სხვა სახის შუამდგომლობა (მაგ. საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე). თითოეული შუამდგომლობა უნდა მიუთითოთ ნათლად და ლაკონურად. მოთხოვნები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. თითოეული მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს უშუალოდ მოთხოვნის შინაარსს და მის არგუმენტაციას. ორი ან ორზე მეტი შუამდგომლობის არსებობისას გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი

დაგჭირდებათ თუ არა თქვენ ან/და დასაბარებელ პირს თარჯიმანი საქმის ზეპირი განხილვისას?

შენიშვნა-25 სარჩელის (დავის საგნის) ფასი არის პროცესუალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სასამართლოს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრაში. სარჩელის ფასის დაანგარიშების წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლში.

შენიშვნა-26 სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, სასამართლო პროცესის წარმართვისათვის. სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლებით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკურ პირთათვის 3000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირთათვის - 5000 ლარს. ვალდებული ხართ, სარჩელს დაურთოთ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოთ, რომ კანონი გათავისუფლებთ მისი გადახდისაგან, ან წარმოადგინოთ შუამდგომლობა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან/და გადახდის გადავადების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს კანცელარია უარს გეტყვით სარჩელის რეგისტრაციაზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი სახელმწიფო ბაჟი შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის კოდი: TRESGE22 ანგარიშის #: 200122900 (იხ. სახაზინო კოდები)

1. ხომ არ გათავისუფლებთ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან?

შენიშვნა-27 შემთხვევები, როდესაც კანონი გათავისუფლებთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით), გაგათავისუფლოთ ბაჟის გადახდისაგან, შეგიმციროთ მისი ოდენობა ან გადაგივადოთ გადახდა. პროცესის სხვა ხარჯების (მაგ. ადვოკატის მოწვევა სახელმწიფოს ხარჯზე) შესახებ შუამდგომლობები მიეთითება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით.

2. ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას?
3. ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას?
4. ხომ არ ითხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას?
5. შუამდგომლობები პროცესის სხვა (სასამართლო ან სასამართლოსგარეშე) ხარჯების თაობაზე:
გამოიყენეთ თუ არა, სასამართლოსათვის მომართვამდე, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა?

თქვენს ინტერესში შედის საქმის მორიგებით დამთავრება. მორიგება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ყველაზე სწრაფ, ეფექტურ და იაფ საშუალებას. ამასთან, გეძლევათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვროთ დავის შედეგი, ასევე, აღმოფხვრათ კონფლიქტი ერთმანეთს შორის. სასამართლო სხდომამდე მხარეთა მორიგების შემთხვევაში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო სხდომაზე მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოურიგებლობის ნეგატიური შედეგებია: » რთულადგანჭვრეტადი შედეგი; » ხანგრძლივი სასამართლო პროცესი; » სასამართლო ხარჯები; » სასამართლოსგარეშე ხარჯები; » ყოველდღიური ხარჯები.

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით?

შენიშვნა-28 დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია საქმის მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში მიუთითეთ, თუ რა პირობებით ხართ თანახმა მორიგებაზე. უარის შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ თქვენი უარი (მიუთითოთ უარის მოტივებზე). ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი საქმე მორიგებით დაამთავროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თანახმა ხართ თუ არა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე?

შენიშვნა-29 წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დავის სწრაფად გადაწყვეტას, ზოგავს თქვენს დროს და სახსრებს. თქვენი და მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მაგრამ არაა ვალდებული, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

შენიშვნა-30 მოცემული გრაფის შევსება სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ თანახმა ხართ, სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პოზიციის დასაბუთებაში იგულისხმება მთავარი სხდომის უშუალოდ თქვენთვის განკუთვნილი ნაწილი. თუ ირჩევთ 25-ზე მეტ წუთს ან 2-ზე მეტ სხდომას, ვალდებული ხართ, მიუთითოთ, თუ რაში მდგომარეობს თქვენი საქმის სპეციფიკური სირთულე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოსათვის სავალდებულო არაა თქვენ მიერ მითითებული დრო და სხდომათა რაოდენობა.

თანახმა ხართ თუ არა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს დაჩქარებული წესით?

შენიშვნა-31 დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია: (1)შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი შესაგებლის ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა; (2)მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენისათვის; (3)არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადა; (4)შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადა.

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით?

შენიშვნა-32 შეგიძლიათ განაცხადოთ თანხმობა, რომ წერილობითი მასალები გადმოგეგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მათ უფრო დროულ მოწოდებასა და კომფორტულ ხელმისაწვდომობას. ამავე დროს, სასამართლოს სპეციალური პროგრამა დროის რეალურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს საქმეზე განხორციელებული ყველა არსებითი ცვლილების თაობაზე.

თანდართული საბუთების ნუსხა

შენიშვნა-33 ვალდებული ხართ, სარჩელს დაურთოთ მასში მითითებული ყველა მტკიცებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საპატიო მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ მათ წარმოდგენას და აღნიშნულის თაობაზე მიუთითეთ მტკიცებით შუამდგომლობათა ნაწილში. წერილობითი მტკიცებულებები, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წერილობითი მტკიცებულების დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, იგი უნდა ითარგმნოს ქართულად (აფხაზეთში შესაძლებელია აფხაზური თარგმანიც). ნორმატიული მასალის დართვა სარჩელზე მხოლოდ განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებშია გამართლებული. თანდართული საბუთები იწერება სათითაოდ (პუნქტობრივად) და ინომრება თანმიმდევრულად, არაბული ციფრებით. ხოლო ნუსხის დასრულების შემდეგ - ფურცლების საერთო რაოდენობა. (ერთზე მეტი დანართის არსებობისას, გამოიყენეთ გრაფის დამატების ღილაკი) შენიშვნა-34 სასამართლოს უნდა წარუდგინოთ სარჩელისა და თანდართული საბუთების იმდენი ასლი, რამდენი მოპასუხეც არის საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს კანცელარია უარს გეტყვით სარჩელის რეგისტრაციაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ! სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე _ თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას და რომელი მტკიცებულებით დაადასტურებთ მათ ანუ წარმატებას განაპირობებს თქვენი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ჩემი (ჩემი მარწმუნებლის) ცოდნის, ინფორმირებულობისა და რწმენის საუკეთესო გამოვლინებით, ამ ფორმაში ფაქტები მივუთითე სრული სახით და ისინი შეესაბამება სინამდვილეს. ვაცნობიერებ, თუ რა შედეგთან არის დაკავშირებული მონაცემების არასწორი ან/და არასრული მითითება.

შევსებული ფორმა შეგიძლიათ ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიის (მისაღების) მოხელეს ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით. სასამართლოს კანცელარია (მისაღები) მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კლავიატურის მალსახმობები

ამ ფანჯრის დასახურად ან ხმოვანი დახმარების გასაჩერებლად დააჭირეთ Esc-ს.

?
ამ დახმარების ფანჯრის გახსნა ან დახურვა.
g შემდეგ h
მთავარ გვერდზე გადასვლა.
g შემდეგ f
ფორმების სიაზე გადასვლა.
g შემდეგ p
პროფილზე გადასვლა (თუ არ ხართ შესული — შესვლის გვერდი).
g შემდეგ l
შესვლის გვერდი.
g შემდეგ r
რეგისტრაციის გვერდი.
r
გვერდის შესავლის გამეორება.
Shift + R
მთელი გვერდის წაკითხვა.
n / p
მომდევნო ან წინა ინტერაქტიულ ელემენტზე გადასვლა.
m
მთავარ შინაარსზე გადასვლა.
s
მიმდინარე ფორმის გაგზავნა.
+ / -
ტექსტის გადიდება ან შემცირება.
c
მაღალი კონტრასტის ჩართვა/გამორთვა.
v
ხმოვანი დახმარების ჩართვა/გამორთვა.